ალბათ წარმოგიდგენიათ თუ რამდენი მილიონი ადამიანი ელოდა პოპულარული ექშენის, GTA 4-ის გამოსვლას და ალბათ იცით რომ ამ თამაშმა გამოსვლამდე მოხსნა ყველანაირი რეკორდი, მაგრამ მის გამომშვებებს უკვე სხვა კითხვები უტრიალებთ თავში: როგორი იქნება შემდეგი გამოშვება GTA 5? მათ უკვე წარმოადგინეს გარკვეული მონახაზი იმისა თუ როგორი რეალური უნდა იყოს ახალი სიმულატორი, რომლის გამოშვებაც 2014 წლისათვს იგეგმება…
გთავაზობთ რამოდენიმე დამახასიათებელ ნიშან-თვისებას, რომელიც გაგაოგნებთ! იხილეთ მთლიანი სტატია…
სახის სკანირება
წარმოიგდინეთ რამდენიმე მოთამაშის რეჟიმი(Multiplayer) GTA-ში თქვენს მეობრებთან ერთად. არა უბრალოდ შექმნილი პერსონაჟებით, არამედ თქვენი მეგობრების ზუსტი ასლებით, რომლებიც ზუსტად ისე გამოიყურებიან როგორც თქვენი მეგობრები. GTA-ის მწარმოებლები თვლიან, რომ შემდეგი თაობის თამაშში შესაძლებელი იქნება მოთამაშის სახის სკანირება და მისი ზუსტი ასლის თამაშში გადატანა. წარმოიდგინეთ ბანკის ძარცვა. ზიხართ ავტომობილში და ამ დროს თქვენი მეგობრები ფულით გატენილი ტომრებით ბანკიდან გამორბიან. ასეთი რეალობა ისე ჩაგითრევთ თამაშში, რომ მისთვის თავის დანებება აღარც მოგინდებათ!
ავტომობილის მოდერნიზაცია
GTA 3-ს თამაშისას თქვენ არ შეგეძლოთ რეალურად შეგეგრძნოთ ავტომობილის კონტროლი. წარმოიდგინეთ ხელსაწყოების სრული ჩამონათვალი, რომლებიც საშუალებას გაძლევენ თვითონ შეაკეთოთ და მოდერნიზაცია გაუკეთოთ საკუთარ ავტომობილს.
მოგზაურობა საზღვარგარეთ
აქამდე GTA-ში უკვე გვხვდებოდა თვითმფრინავები და ვერტმფრენები, მაგრამ ჩვენ გვსურდა ალბათ, რომ მათი გამოყენება თამაშში უფრო რეალური გამხდარიყო. GTA 5 იქნება დიდი მოცულობის თამაში, ამიტომაც შესაძლებელი იქნება დიდი მანძილების გადალახვა თვითმფრინავით, მატარებლით, ნავით ან საერთოდ ავტომობილით…რა თქმა უნდა, ჩვენ მთელს მსოფლიოს ვერ მოვიცავთ, მაგრამ ევროპის დიდი ნაწილის დალაშქვრა შესაძლებელი იქნება. ალბათ უკვე თვალწინ დაგიდგათ ყველაფერი…
ღია შენობები
ჯერ-ჯერობით ჩვენთვის ცნობილია, რომ ახლანდელი აპარატურა და ტექნოლოგიები შეზღუდულია ისეთ საკითხებში, როგორიცაა სრულიად ინტერაქტირული და ღია შენობები და დაწესებულებები თამაშში, მაგრამ მომავალში შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება. ჩვენ შევძლებთ შევიაროთ მაღაზიებში, სახლებში. შევძლებთ დაკეტილი კარებების შემტვრევას და ა.შ… შთამბეჭდავია ნამდვილად. მესმის თქვენი გაოცება, მაგრამ შეგიძლიათ პირი დახუროთ.…
განადგურება
GTA 4 გამოირჩევა ტრანსპორტული საშუალებების განადგურების უნიკალური სისტემით, მაგრამ თამაშს აშკარად აკლია შენობებისა და დიდი ნაგებობების განადგურების ფუნქცია…როდესაც ჩვენ მუხას ვესვრით შენობას ის უნდა ინგრეოდეს ან ბოლს მაინც უშვებდეს ან კიდევ როდესაც ტრაილერით კედელს ვეჯახებით მინიმუმ მის მეორე მხარეზე უნდა აღმოვჩნდეთ და მაქსიმუმ ვინმეს საძინებელში ან სამზარეულოში. ეს ყველაფერი შესაძლებელი უნდა გახადოს ახალი თაობის შესაძლებლობებმა…
ქალაქის მახსოვრობა
GTA 4-ში ჩვენ მაქსიმალურად ვაჩენთ ჩვენს აგრესიულ მხარეს და პირდაპირ ქუჩაში თვალის დაუხამხამებლად ვხოცავთ უბრალო გამვლელებსაც კი…რა იქნებოდა რომ ადამიანებს დამახსოვრებოდათ ყველაფერი…იქნებ იმ ქალს ან კაცს ჰყავდა დები ან ძმები, უარეს შემთხვევაში განგსტერი ნათესავები, რომლებიც თქვენზე ნადირობას გამოაცხადებენ. ან როდესაც თქვენს მიერ ჩამონგრეული შენობა გზას ჩახერგავს პირდაპირ არ ქრებოდეს და გზის აღდგენას კვირები და თვეები დასჭირდეს…ეს ყველაფერი შეიძება მოხდეს სულ რამდენიმე წელიწადში…






